„წიგნი ყველა სოფელს“
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში პროექტის – „წიგნი ყველა სოფელს” პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი სიცოცხლე”. პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა უნივერსიტეტში, სკოლებსა და ბიბლიოთეკებში შეგროვდება წიგნები და სოფლის ბიბლიოთეკებს გადაეცემა. ამ პროცესში, ძირითადად, ჩართული იქნებიან სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. პროექტი ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ფონდ „იავნანას” მხარდაჭერით.