XI-XXI საუკუნის ქართველი ქალი მწერლების ანთოლოგია გერმანულ ენაზე
2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გერმანულ ენაზე ითარგმნება და გამოიცემა XI-XXI საუკუნის ქართველი ქალი მწერლების ანთოლოგია. პროექტის ფარგლებში გაერთიანდება XI-XXI საუკუნეებში მცხოვრები ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების, მათ შორის დედოფლებისა და სამეფო ოჯახის წარმომადგენლების, ასევე ქართველი ქალი მწერლებისა და პოეტების ნააზრევისა და ლიტერატურული ნიმუშების თარგმანები. პროექტი ინიცირებულია გერმანელი ქართველოლოგისა და ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორის, წიგნის მთარგმნელი შტეფი ხოტივარი-იუნგერის მიერ. წიგნს გამომცემლობა “Shaker“ გამოსცემს.