საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველის თეატრში

  10 მარტს, 18 საათზე რუსთაველის თეატრში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. პროგრამაშია: ქეთი ჭეფხოძე. მოცარტი – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის, საქართველოს სიმფონიეტა, ბრიტენი – “უბრალო სიმფონია” სიმებიანი ორკესტრისთვის. მონაწილებენ ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები.
საქველმოქმედო კონცერტის სპონსორები და ორგანიზატორები არიან: რუსთაველის თეატრი, CalforFinance, საქართველოს კულტურის სამინისტრო, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი, „ოპტისვისი“ და „ქიმერიონი“. ბილეთის ფასია 15 და 20 ლარი. კონცერტიდან შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები