მინდია ჯანელიძე შესაძლოა, თინა ხიდაშელმა შეცვალოს

მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში შესაძლოა, მინდია ჯანელიძე აღარ მოხვდეს. ტელეკომპანია “იმედის” ცნობით, მინდია ჯანელიძე შესაძლოა, თინა ხიდაშელმა შეცვალოს. თავად დეპუტატი ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ, 10:00 საათზე დაასახელებს.
როგორც პრემიერმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, მთავრობაში მხოლოდ ორი ახალი მინისტრი იქნება – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები