კახა კალაძე ახალ მინისტრთა კაბინეტში უშიშროების მინისტრის შესაძლო გამოჩენას გამოეხმაურა
ვიცე – პრემიერობის შემსრულებელი კახა კალაძე ახალ მინისტრთა კაბინეტში უშიშროების მინისტრის შესაძლო გამოჩენას გამოეხმაურა.
როგორ ვიცე – პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, უშიშროების მინისტრის კანდიდატურაზე მსჯელობა ახალი მთავრობის ფორმირებამდე ვერ მოესწრება.
“როგორც ვიცი, პროცედურები დაწყებულია, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება იმიტომ, რომ პარლამენტში უნდა მოხდეს ამ კანონპროექტის განხილვა, შესაბამისად, დამტკიცება. პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება. მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე არ მგონია, ეს მოესწროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გუშინ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიერ მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადებისთანავე, მთავრობის პირველსავე სხდომაზე გავა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის და პროკურატურის უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რათა პროცესი არ შეფერხდეს.