ზურაბ აბაშიძე მინისტრთა კაბინეტში მიმდინარე ცვლილებებზე გამოხმაურებებს გაზვიადებულად მიიჩნევს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მინისტრთა კაბინეტში მიმდინარე ცვლილებებს გამოეხმაურა. აბაშიძის შეფასებით, მიმდინარე მოვლენები დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი პროცესებია. „ჩვეულებრივი რამ არის. ამისგან ისეთი განცდის შექმნა, რომ დაიწყო აპოკალიფსი, დაინგრა ქვეყანა და მსოფლიო, ეს გაზვიადებული და აბსოლუტურად გადაჭარბებულია. დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი რამ ხდება. არის სახელმწიფოები, სადაც ეს უფრო ხშირი მოვლენაა“ , – განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები