ივანიშვილი: რეგიონში ისევ საუკეთესოები ვართ და შეიძლება – ევროპაშიც
ყოფილ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა იყო ყველზე მზარდი რეგიონში და ევროპაშიც.
“დღესაც ლიდერები ვართ, თქვენდა გასაოცრად. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკაში არის პრობლემები და სასურველია უკეთესი ტემპები, რეგიონში ისევ საუკეთესოები ვართ და შეიძლება – ევროპაშიც. როდესაც ვსაუბრობდი, რომ ჯიბეზე უნდა გვეგრძნო და ეკონომიკა იქნებოდა აღმავალი, მხედველობაში მქონდა და მაქვს ერთი რამ – ჩვენ შევქმნიდით ამისთვის პირობებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მას ჟურნალისტებმა მის მიერ გაკეთებული განცხადებაც შეახსენეს. „კარგია, რომ აჩვენეთ და დამარწმუნეთ, – მესამე წელი ჯიბეზე რომ უნდა გვეგრძნო, ეს მე ვთქვი, – განაცხადა ივანიშვილმა, როდესაც მას ეს განცხადება შეახსენეს.
“მე ოდესღაც უარი ვთქვი ამაზე, ეს არ იყო ჩემს ლექსიკაში, თუმცა ნორმალურმა ადამიანმა შეიძლება ოდესღაც რამე თქვა. კარგია, რომ აჩვენეთ და დამარწმუნეთ, რომ ეს მე ვთქვი”, – უპასუხა ივანიშვილმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, ამ განცხადებაში არაფერია ისეთი, რომ თავი სამართლებელი ჰქონდეს.