ბიძინა ივანიშვილი: ეროვნულ ბანკს ლარის კურსთან დაკავშირებით ძალიან დიდი როლი აქვს

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ბოლო პერიოდის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, აღნიშნული პროცესის გამომწვევ რეალურ მიზეზებზე სწორი ანალიზი უნდა გაკეთდეს.
ექსპრემიერის თქმით, არასწორია, როცა ლარის კურსთან დაკავშირებით მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნულ ბანკს ლარის კურსთან დაკავშირებით ძალიან დიდი როლი აქვს.
“დღესაც კი, როდესაც ლარი განიცდის დევალვაციას, ასეთი დონის, როგორიც დღესაა, უკვე სახიფათოა და გარკვეულ ხიფათს ქმნის ბიზნესისითვის და ეკონომიკის განვითარებისთვის, ამ შემთხვევაშიც კი სწორი ანალიზი უნდა გაკეთდეს – რა არის რეალური მიზეზები და კარგი იქნება, თუ თქვენ დაელოებით და არა მარტო ჩემსას, არამედ ექსპერტების შეფასებასაც მოისმენთ. მთავრობას არ აქვს ყველაფერის შესაძლებლობა. საქართველოს მთავრობას არ შეუძლია საწვავის ფასზე ან რეგიონში მოქმედ პროცესებზე გავლენა მოახდინოს. შიდა პროცესებზე თუ ვისაუბრებთ, რა უნდა გაეკეთებინათ და ვერ აკეთებენ – მხოლოდ ეს უნდა იყოს სასაუბრო და აქაც ტენდენციურობა იგრძნობა, როცა მხოლოდ მთავრობას მოიხსენიებენ, როდესაც ეროვნულ ბანკს აქვს ძალიან დიდი როლი ლარის კურსთან დაკავშირებით. მისივე თქმით, “საგანგაშო ნამდვილად არაფერი არაა, თუმცა უკეთესის სურვილი ჩნდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები