ბიძინა ივანიშვილი: ჩემი ცხოვრების წესისთვის გასაგებია, რომ ელგუჯა ხოკრიშვილმა ოჯახი წინ დააყენა

ელგუჯა ხორკიშვილი ჩემთვის ყველაზე სიმპათიური მინისტრი იყო, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ორგანიზაცია “მოქალაქის” და “2030-ის” მიერ ორგანიზებული ეკონომიკური კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ასეთი მინისტრი წავიდა. ყოფილმა პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობაში მიმდინარე პროცესები ჩვეულებრივი პროცესია. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ეს რომ ევროპაში მომხდარიყო, კითხვები არ იქნებოდა.
“მახსოვს მას ბრალდებები რომ წაუყენეს ბილეთებთან დაკავშირებით, როგორი პასუხი გასცა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მინისტრი წავიდა. ამ კაცმა გენიალურ პიროვნებად წარმოაჩინა თავი. ვერ მოახერხა ოჯახის გადმოყვანა და ოჯახს უერთდება. სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი სტანდარტის მინისტრი გადის მთავრობიდან, მაგრამ ჩემი ცხოვრების წესისთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ოჯახი დააყენა წინ. წავიდა და გაერთიანდა ოჯახთან, სადაა აქაც კითხვები? ეს ნორმალური პროცესია. ერთი კაცი ავად გახდა, მეორე კაცს ოჯახთან გაერთიანება მოუნდა და ახსნა. რატომაა ამდენი აჟიოტაჟი? აქაა კითხვები, რატომ შფოთავთ ასე?”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები