საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გერმანიის ბუნდესტაგის წევრს შეხვდნენ

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, დოქტორ ფრიტც ფელგენტროს შეხვდნენ.
მხარეებმა შეხვედრაზე უელსის ნატოს სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისა და ამ პროცესში გერმანიის დახმარების საკითხები განიხილეს.
გერმანელი სტუმარი არსებითი პაკეტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით დაინტერესდა და ქართველ კოლეგებს საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღუთქვა.
შეხვედრაზე, ასევე საქართველო-გერმანიის საკანონმდებლო ორგანოების ურთიერთობების საკითხებიც განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის თემებსაც შეეხნენ.
ორივე მხარე მიიჩნევს, რომ ქვეყნებსა და პარლამენტებს შორის კომუნიკაციის კიდევ უფრო გააქტიურება ორივე ქვეყნის მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს.
აღნიშნულ შეხვედრას პარლამენტის წევრები: მალხაზ ვახტანგიშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ლერი ხაბელოვი და ზვიად კვაჭანტირაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები