„მოქალაქე“ და „საზოგადოება 2030“ ეკონომიკურ კონფერენციას გამართავენ

ხვალ, 13:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „მოქალაქის“ და „საზოგადოება 2030“-ის ორგანიზებით ეკონომიკური კონფერენცია – „საქართველოს ეკონომიკა – მიღწევები და გამოწვევები“ გაიმართება.
კონფერენციას ორგანიზაციების – „მოქალაქე“ და „საზოგადოება 2030“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი გახსნის. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საექსპერტო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საინვესტიციო ფონდების და უნივერსიტეტების 70-მდე წარმომადგენელი. ღონისძიებაზე გაკეთდება მოხსენებები მნიშვნელოვან ეკონომიკურ თემებზე, რომლებსაც „საზოგადოება 2030“-ის წევრები და დამოუკიდებელი ექსპერტები წარადგენენ. კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ეროვნული ვალუტის კურსი, ქვეყნის ეკონომიკის პრობლემები და პრიორიტეტები, საწარმოო „ჰაბის“ პროექტი, სავალუტო ბაზარი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ა.შ.
კონფერენცია 17:00 საათზე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები