შსს-ს წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს (NCA) საერთაშორისო თანამშრომლობის (ოპერაციების) დანაყოფის ხელმძღვანელს მარკ ბიშოპს და ამავე სააგენტოს მეკავშირე ოფიცერს ჯოანნა ალექსანდერს შეხვდნენ.
შს სამინისტროს ცნობით, შეხვედრა ქართულ-ბრიტანული, ყოველწლიური, ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის – „უორდროპის დიალოგის“ შუალედური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა განიხილეს სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ, განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები, პოლიციელთა შესაძლებლობების განვითარება კონკრეტული მიმართულებით გამოძიების წარმოების კუთხით. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სანაპირო დაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. აღსანიშნავია, რომ ქართულ-ბრიტანული დიალოგის ფარგლებში თანამშრომლობა, უსაფრთხოების სფეროს გარდა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროებში ხორციელდება. თემატური შეხვედრები, პარალელურად, ორმხრივ ფორმატში, თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები