მანანა კობახიძე: დააბრუნოს დავით ბაქრაძემ 75 ათასიანი პრემიები და გაჭირვებულ მოსახლეობას შეეხიდება

„ლარის კურსი დოლართან მიმართებაში იმიტომ კი არ დაეცა, რომ დღეს სააკაშვილი არ არის ხელისუფლებაში“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხს.

როგორც მანანა კობახიძემ გადაცემაში „არჩევანში“ აღნიშნა, ხელისუფლება და მთავრობის მთელი შემადგენლობა ყველაფერს აკეთებს ლარის კურსის ვარდნის საწინააღმდეგოდ.

მანანა კობახიძემ გადაცემის წამყანს შენიშვნა მისცა და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები გაახსენა. „ტარიფების გაზრდაზე ჯერ არაა საუბარი და ნუ შევაშინებთ ადამიანებს. არც ის არის სწორი გიორგი, ახლა ტელეეკრანიდან ხალხს რომ მოუწოდებ, ხვალ დილიდან დოლარი კიდევ უფრო ძვირი იქნებაო. შეიძლება, ახლა ადამიანები სადღეღამისო ბანკებში მიდიან და დოლარს ყიდულობენ. ლარის კურსი იმიტომ კი არ დაეცა, რომ დღეს სააკაშვილი არ არის ხელისუფლებაში, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ დავით ბაქრაძე არ არის ხელისუფლებაში, რომელსაც სხვათაშორის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველწლიურად 75 ათასზე მეტი პრემია აქვს აღებული. ჩვენი მოქმედი, პარლამენტის თავმჯდომარე პრემიებს არ იღებს. თუ დავით ბაქრაძე ამ პრემიებს დააბრუნებს და იმ გაჭირვებულ მოსახლეობას შეეხიდება, უკეთესი იქნება. განსხვავება ჩვენს და მათ შორის ეს არის. რომელი ინვესტიციების შეფერხებაზე მესაუბრება დავით ბაქრაძე? სწორედ მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის ყოფნის პერიოდში, პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის მხრიდან სამი ებრაელი ბიზნესმენის, ძალიან სერიოზული ინვესტორის დაპატიმრება რომ მოხდა? ლამის, დიპლომატიურ სკანდალში რომ გაეხვა ჩვენი ქვეყანა ისრეაელთან?! აი ასე უწყობდნენ ხელს ინვესტორებს. გაიხსენონ რამდენი ქართველი ინვესტორი ჰყავდათ დაპატიმრებული, რამდენი ქართველი ბიზნესმენები ჰყავდათ დაპატიმრებული , რომლებიც ციხეში ჰყავდათ გამომწყვდეული, საიდანაც მუდმივად იღებდნენ ფულს საკუთარი ინტერსებისთვის“, – განაცხადა მანანა კობახიძემ გაცემა „არჩევანში“.
ამასთან, უმრავლესობის წევრი დეპუტატი ლარის კურსის ვარდნას მთლიანად გარე ეკონომიკურ ფაქტორებს უკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები