ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით სრულდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 აპრილის მდგომარეობით, უკვე გადაჭარბებითაა შესრულებული აპრილის თვის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი. “საგადასახადო შემოსავლებმა 2 მილიარდ 357.8 მლნ ლარი (113.6%) შეადგინა, რაც 282,1 მლნ ლარით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ასევე, გადაჭარბებითაა შესრულებული. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზით, აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სახით მობილიზებულია 2 მილიარდ 443,3 მლნ ლარი (113.4%), რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 287.8 მლნ ლარით აღემატება. მნიშვნელოვანია, რომ მარტში 12,5 პროცენტით არის გაზრდილი დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა. 2015 წლის თებერვლის მსგავსად, მარტშიც მაღალი ეკონომიკური აქტივობა დაფიქსირდა და ზრდამ წინასწარი მონაცემებით, 4.1% შეადგინა, პირველ კვარტალში კი, 3.1%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს”, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები