გლდანის შიდაკვარტალურ გზებზე ასფალტი იგება

გლდანის მე-6 მ/რ-ის 23-ა კორპუსის ეზოში და შიდაკვარტალურ გზაზე ასფალტის დაგება მიმდინარეობს. მერიის ცნობით, აღნიშნულ მისამართებზე გზის საფარი 1910 კვ.მეტრ ფართობზე დაიგება, რისთვისაც რაიონის ბიუჯეტიდან 57000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს შპს ,,გზამშენი 2“ აწარმოებს.
საგზაო სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ მოინახულა. გზებზე ასფალტის დაგების პარალელურად, გმირ კურსანტთა ქუჩის კეთილმოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება. დაიწყო ახალი ბორდიურების მოწყობა და დაზიანებული გზის საფარის აყრა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზედამხედველობას გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება და ააიპ ,,თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“ უწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები