“არქი ჯგუფი“ თამარაშვილის 13 ნომერში მიმდინარე მშენებლობაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

დეველოპერული კომპანია “არქი ჯგუფი“ თამარაშვილის 13 ნომერში მიმდინარე მშენებლობაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, “არქი ჯგუფი“ პროექტზე, რომელიც თამარაშვილის 13 ნომერში აშენდება უკვე 9 თვეა მუშაობს.
მათვე ცნობით, აღნიშნულ ნაკვეთზე “არქი ჯგუფი“ გეგმავს საცხოვრებელი კომპლექსის – „გრინ სითი“-ს აშენებას, რომელშიც დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და მშენებლობის პერიოდში დასაქმდება დაახლოებით 200 ადამიანი.
“იმის გამო რომ ტერიტორიაზე ბევრი მწვანე ნარგავია ამ დროის მანძილზე მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად პროექტის ოპტიმიზაცია სწორედ იმ მიზნით მიმდინარეობდა, რომ ხეების მოჭრა მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი. ჩვენი მიწის ნაკვეთი 7070 მ2-ია და მოშენება ხორციელდება მხოლოდ დაახლოებით 1600 მ2-ზე. შესაბამისად, მინიმალურად ხდება ნაკვეთის ათვისება, რათა რაც შეიძლება დიდი გამწვანებული ტერიტორია დარჩეს. ჯერ კიდევ შემოდგომაზე აღნიშნულ ტერიტორიაზე, „არქი ჯგუფის“ მიერ 300-მდე ნერგი დაირგო. ამასთან, კომპანიამ მერიას შესთავაზა დამატებითი ტერიტორიის გამოყოფა, რომელზეც კომპანიის სახსრებით მოხდებოდა 800-დან 1000 ძირამდე ნერგის დარგვა. რაც შეეხება ხეების მოჭრას, ჩვენ ნებართვა ავიღეთ 30 ხის მოჭრაზე, რომელთაგან 4 სრულად გამხმარია. დანარჩენი 26-დან კი უმეტესობა მძიმე მდგომარეობაშია და უახლოეს წლებში სრულად გახმებოდა. შესაბამისად, ნებართვის გაცემა და ხეების მოჭრა განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით. „არქი ჯგუფის“ მთავარი პრიორიტეტები, მოსახლეობის ხარისხიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფასთან ერთად, გარემოზე, ქალაქის იერსახესა და გამწვანებაზე ზრუნვაა. ამ მხრივ კომპანიამ ახალი პრეცედენტი შექმნა – ყოველი აშენებული 10 კვადრატული მეტრის სანაცვლოდ ქალაქში 1 ხეს რგავს. გამომდინარე ყოველივე აღნიშნულიდან, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ არქი ჯგუფის დღევანდელი მოქმედება სრულ შესაბამისობაში იყო კანონთან და იმ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასთან, რაც კომპანიას გააჩნია“, – აცხადებენ “არქი ჯგუფში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები