ზვიად ჯანყარაშვილი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის და „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივნის ზვიად ჯანყარაშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე გამოძიება დაიწყო. ადვოკატი დიმიტრი გაბუნია მოითხოვს, მედიაში გავრცელებული ბრალდებების შემცველი განცხადებების ავტორებმა მტკიცებულებები წარადგინონ.
„მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულიყო ძიება. რადგან თვითონ არ მიმართავს მბრალმდებელი მხარე, ჩვენ დავუშვით აბსოლუტურად უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ყოფილი მაღალჩინოსანი თვითონ მიმართავს პროკურატურას განცხადებით და ითხოვს ყველა კონკრეტული ფაქტის გამოძიებას. ჩვენ დღეს მივიღეთ პასუხი პროკურატურისგან, რომ დაიწყო ძიება“, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები