გიორგი მარგველაშვილი ქართველ მოჭადრაკე ქალთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ მოჭადრაკე ქალთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვებას ულოცავს.
„ქართველ მოჭადრაკე ქალთა ახალმა თაობამ უდიდესი სიხარული მოგვანიჭეთ ჭადრაკისა და ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს, მთელ საქართველოს. თქვენ დაამტკიცეთ, რომ მსოფლიოში უძლიერესნი ხართ და ჩვენ ქვეყანას დაუბრუნეთ ის ღირსეული ადგილი, რაც ქართველ მოჭადრაკე ქალებს ათწლეულების განმავლობაში ეკავათ. თქვენ ნიჭთან და თავდადებასთან, დიდ და სახელოვან ტრადიციასთან ერთად, ამ გამარჯვების უკან დგას მრავალი ადამიანის – უპირველეს ყოვლისა, მწვრთნელების ხანგრძლივი, დაუღალავი შრომა. ყველას გულითადად გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას. ამ წარმატებას მე დიდ საზოგადოებრივ მნიშვნელობას ვანიჭებ. მჯერა, რომ თქვენი მაგალითი ახალ სტიმულს მისცემს ქართველ ქალთა მეტ აქტიურობას და ჩართულობას არა მხოლოდ სპორტში, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ახალ წარმატებათა მოლოდინით, თქვენი ერთგული გულშემატკივარი გიორგი მარგველაშვილი“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ჩინეთში დღეს დასრულებული პირველობის უკანასკნელ, მე-9 ტურში გოგონებმა ზედიზედ მე-8 დაპირისპირება მოიგეს – მასპინძელთა ნაკრები 2,5:1,5 დაამარცხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები