შინაგან საქმეთა მინისტრი შვეიცარიის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შვეიცარიის ელჩს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, საუბარი ელჩის მიერ საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს შეეხო.
გუშინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრს ელჩთან შეხვედრა, საკითხის შესწავლა და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში კანონის შესაბამისი ზომების გატარება დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები