6 წლამდე ასაკის ბავშვებს 50 სკოლა და 48 ბაღი მიიღებს

საპარლამენტო უმრავლესობის და განათლების კომიტეტის წარმომადგენელმა ელისო ჩაფიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სკოლამდელი ბავშვების სწავლების შესახებ და პირველი კლასის მოსწავლის ასაკობრივ ზღვარზე ისაუბრა. ჩაფიძის განცხადებით, ევროპული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში სასკოლო ასაკად 6 და 7 წელია განსაზღვრული. ჩაფიძის განმარტებით, იმ ბავშვებს, რომელთაც 5 წელი შეუსრულდათ, საშუალება ექნებათ ბაღის შემდეგ, მანამ, სანამ 6 წელი არ შეუსრულდებათ, სკოლამდელი მოსამზადებელი ეტაპი გაიარონ.
„განათლების სამინისტრო 5 წლის ბავშვებისთვის მშობლებს ალტერნატიულ მოსამზადებელ ჯგუფებს სთავაზობს. საუბარია 12 500 ბავშვზე, რომლებთან დაკავშირებითაც სამინისტრო აპირებს, რომ ისინი წინა სასკოლო მომზადების ეტაპზე გაატარონ. აქ საუბარია ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე, საუბარია იმაზე, რომ ბავშვები მივიდნენ სკოლაში მაშინ, როდესაც მზად იქნებიან პროგრამის ასათვისებლად, საუბარია იმაზე, რომ მათ არ გაუჩნდეთ ხერხემლის დაზიანებასთან დაკავშირებით პრობლემები და არ გაუჩნდეთ გარკვეული ჩამორჩენის პრობლემები. თბილისის მასშტაბით 50 სკოლა და 48 საბავშვო ბაღია შერჩეული, სადაც არსებობს ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ 5 წლის ბავშვებმა მომზადება გაიარონ. ისინი ამ დროს გარკვეულ ინფორმაციას იღებენ თამაშით და არა მერხზე ჯდომით. მე მაქვს ინფორმაცია, რომ რაიონებშიც, რესურსცენტრებშიც მიღებული აქვთ დავალება, მოამზადონ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ ბავშვების მიღება შეძლონ. რაიონებში იმისდა მიხედვით შეიქმნება ჯგუფები, თუ რა რაოდენობის მოთხოვნა იქნება“,- აღნიშნა ელისო ჩაფიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები