2012 წელთან შედარებით, 2014 წელს ყველა საგამოძიებო უწყებაში რეგისტრირებულმა დანაშაულმა იკლო

შსს-მ საქართველოში დანაშაულის რეგისტრაციის ახალი მეთოდოლოგიის და 2012 წლიდან 2014 წლამდე არსებული დინამიკისა და ტენდენციების პრეზენტაცია გამართა.
ახალი მეთოდოლოგიის დანაშაულის რაოდენობა დაანგარიშებულია ერთიანი ელექტრონული სისხლის სამართალწარმოების სტატისტიკური მოდულით და მოიცავს, როგორც შსს-ს მიერ რეგისტრირებულ დანაშაულებს, ასევე საქართველოს მთავარი პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფების მიერ რეგისტრირებულ დანაშაულებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებას აწარმოებენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 2014 წელს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებული დანაშაულის რიცხვმა 36 ათას 526 შეადგინა. 2013 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 43 ათას 28, 2012 წელს კი 38 ათას 736 იყო.
რაც შეეხება გახსნის მაჩვენებლებს, შსს-ს ინფორმაციით, 2014 წელს რეგისტრირებული 36 ათას 526 დანაშაულიდან 22 ათას 171 გაიხსნა, 2013 წელს 23 ათას 941, 2012 წელს კი 9 ათას 891 დანაშაული გაიხსნა.
შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ პრეზენტაციაში ასევე ცალკეულ პუნქტებადაა გამოყოფილი იმ დანაშაულების განვითარების დინამიკა, რომლებიც გავლენას ახდენენ ზოგად კრიმინალურ ვითარებაზე და ასახავენ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციას, კერძოდ – განზრახ მკვლელობას, მკვლელობის მცდელობას, სხეულის მძიმე დაზიანებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, გატაცებას, ქურდობას, ძარცვას, ყაჩაღობას და ნარკოტიკულ დანაშაულს. აღნიშნულ დანაშაულების დიდ ნაწილშიც 2012 და 2013 წლებთან შედარებით კლება ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები