10 დღის განმავლობაში მეტეხის გვირაბის მიმდებარე ორივე ხიდი დაკეტილი იქნება

27 აპრილს, 23:00 საათიდან 10 დღით მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებული ხიდების მარჯვენა მიმართულებაც დაიკეტება – აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილება ბარათაშვილის პანდუსის საშუალებით მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით იქნება შესაძლებელი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო მარცხენა მიმართულება 26 მარტს დაიკეტა.
“მარჯვენა მიმართულებაც სწორედ მასზე მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების გამო იკეტება. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ჯერ ბეტონის, შემდეგ კი ასფალტის საფარი. რაც შეეხება მარჯვენა მიმართულებას, მისი რეაბილიტაცია მაისის პირველ ნახევარში დაიწყება და ივნისის ბოლოს დასრულდება. აღდგენით სამუშაოებს შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს“,-აღნიშნავენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები