დავით ნარმანიამ ლილოში სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

კახეთის გზატკეცილზე, ლილოს რკინიგზის ხიდიდან ლოჭინის ხევამდე 1 300 მეტრის სიგრძის დახურული სანიაღვრე კოლექტორი მოეწყობა.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, კოლექტორის მოწყობის სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად დაათვალიერა.
დავით ნარმანიას თქმით, კოლექტორის არარსებობოს გამო, გზის ამ მონაკვეთზე წვიმის დროს დიდი დაბრკოლება ექმნებოდა როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე მძღოლებს. მისივე თქმით, ახალი კოლექტორის ექსპლუატაციაში შესვლით პრობლემები მთლიანად აღმოიფხვრება.
პროექტის მიხედვით, კეთდება სანიაღვრე ქსელი. გზის ერთ მხარეს 600 მმ, მეორე მხარეს კი 800 მმ დიამეტრის რკინა-ბეტონის მილები განთავსდება, მოეწყობა ჭები და ცხაურები, დაიგება ასფალტის საფარი. ხევთან ახალი კოლექტორის მარჯვენა და მარცხენა მხარეები ცენტრალურ სანიაღვრე კოლექტორს შეურთდება.
კოლექტორის მოწყობის სამუშაოები 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და 2015 წლის მაისში დასრულდება. სამუშაოებს შპს „პალიტრა“ აწარმოებს. პროექტისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 892 490 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები