მარია ვალვერდე: მადლობა აზერბაიჯანს! – აზერბაიჯანში ფილმს „ალი და ნინო“ იღებენ (ვიდეო)

მთავარი როლის შემსრულებელმა ფილმში „ალი და ნინო“, მსახიობმა მარია ვალვერდემ სოციალურ ქსელ Instagram-ში, ფილმის გადასაღები მოედნიდან ვიდეოკადრები გაავრცელა. ფილმს აზერბაიჯანში იღებენ.
„მალე შევხვდებით. მადლობა, აზერბაიჯანს. რომელი იქნება შემდეგი გაჩერება?“ – წერს მსახიობი კომენტარებში.
ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი ლეილა ალიევა არის. სცენარის ავტორი, ბრიტანელი მწერალი და კინორეჟისორი, 1988 წელს პრემია „ოსკარის“ მფლობელი, ფილმის „სახიფათო ურთიერთობების“ მთავარი რეჟისორი ქრისტოფერ ჰემპტონია. ფილმის პროდიუსერი კრის ტიკეა, მთავარი რეჟისორი აზიფ ქაფადია.
ფილმის „ალი და ნინოს“ საავტორო უფლებები ბრიტანულ კომპანია PeaPie Films ეკუთვნის. ფილმში მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები ასრულებენ: მარია ვალვერდე (ქართველი ნინო) და ადამ ბაქრი (აზერბაიჯანელი ალი). მსოფლიო აღიარება მარია ვალვერდეს რომანტიულმა დრამამ „ციდან სამ მეტრზე“ მოუტანა, ხოლო ადამ ბაქრი ცნობილია ჰანი აბუ-ასადას ფილმით „ომარი“, რომელმაც 2014 წელს „ოსკარი“ მიიღო, ნომინაციაში „საუკეთესო უცხოური ფილმი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები