ალექსანდრე ელისაშვილმა საკრებულოში „სითი პარკთან“ დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა – ალექსანდრე ელისაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც კომპანია „სითი პარკი“ გააკრიტიკა და მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის გაწყვეტა მოითხოვა. დეპუტატი კომპანიის საქმიანობის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აქტივობის დაწყებას აპირებს და მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მერიას, ამ საკითხში, სწორედ „სითი პარკის“ საქმიანობით შეწუხებულმა თბილისელებმა უნდა დაუჭირონ მხარი. „წინა ხელისუფლების „მონაპოვარია“ ის, რომ „სითი პარკის“ საქმიანობა თბილისში 2025 წლამდე არის გათვალისწინებული, რაც ყოვლად დაუშვებელია“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები