ფოთში იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს

ფოთში კიდევ ერთი, რიგით მე-14 ფილიალის მშენებლობა მიმდინარეობს. იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ფოთის მოსახლეობას საშუალება ექნება ოთხასამდე სერვისი იუსტიციის სახლისთვის დამახასიათებელი მაღალი ხარისხით და ოპერატიულობით მიიღოს. რამდენადაც ცნობილია, მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია: ამოყვანილია შენობის ყველა სართული და მიმდინარეობს შიდა კომუნიკაციების მოწყობა, რის შემდეგაც დაიწყება შენობის შემინვისა და მოპირკეთების სამუშაოები. დასასრულს კი მოხდება სივრცის ინტერიერის მოწყობა საერთო კონცეფციის მიხედვით, რაც იუსტიციის სახლებს თანამედროვეს, პრაქტიკულს და მოსახერხებელს ხდის ყველა მომხმარებლისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები