ბიძინა ივანიშვილი: მედიის განვითარების დაჩქარების ერთ-ერთი მეთოდი მათი კრიტიკაა

მედიის განვითარების დაჩქარების ერთ-ერთი მეთოდი არის მათი კრიტიკა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში „კვირის 20 30“ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ მედია, რომელიც სიცრუეს ავრცელებს, არ უნდა მიიღოს, რის შემდეგაც მედიასაშუალებები „ნელ-ნელა გადაეწყობიან“.
„იმედი ვიქონიოთ, რომ საზოგადოების განვითარებასთან ერთად მედიაც განვითარდება. ძალიან დიდი სურვილო გვაქვს, რომ ეს პროცესები დაჩქარდეს.
ერთ-ერთი მეთოდი პროცესების დაჩქარებისა არის კრიტიკა, რასაც მედია ძალინ ძნელად ეგუება. კრიტიკას უნდა შეეგუონ. თუ სურვილი აქვთ, რომ არ აკრიტიკონ, კეთილი ინებონ და არ იცრუონ.
როგორმე მოვახერხოთ, სიცრუე და აგიტაცია, ყველაზე უხეში ფორმა საზოგადოებამ არ მიიღოს. მათზეა ეს დამოკიდებული. არ იყიდოს ეს და მედიასაშუალებებიც ნელ-ნელა გადაეწყობიან“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები