ბიძინა ივანიშვილი: C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის ამოქმედების იდეა არჩილ თალაკვაძეს ეკუთვნის

 

C ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილის და ამჟამინდელი შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის იდეა იყო, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „კვირის 20 30“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს მასთან მაშინდელი სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი მივიდა და თალაკვაძის იდეა გააცნო.

„ჩემთან სოზარ სუბარი მოვიდა. მაშინ სასჯელაღსრულების მინისტრი იყო და თქვა, რომ ჩვენ განვიხილავთ პროექტს, რითაც იაფად შეგვიძლია შევიძინოთ C ჰეპატიტის სამკურნალი წამალი და ციხეებში ვუმკურნალოთ მსჯავრდებულებს ამ დაავადებაზე. მოიყვანა თავისი მოადგილეც, თალაკვაძე, ვისი იდეაც იყო. ეს არ უნდა დავივიწყოთ. მისგან წამოვიდა ეს იდეა. მე ეს, რა თქმა უნდა, ეს სერიოზულად განვიხილე“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ექს პრემიერის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დანიშნა კომისია და იმუშავეს იმაზე, რომ პროგრამით სარგებლობა მთელ მოსახლეობას შეძლებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები