ბესიკ ხარძიანის მეუღლე ბრალდებაზე პირველ კომენტარს აკეთებს (ვიდეო)

 მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის მეუღლე ეკა ნონიკაშვილი „იმედის კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ის აღნიშნავს, მისი მეუღლის მკვლელები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი გია უდესიანი და კუს ტბის მფლობელი, ხარძიანის ყოფილი კომპანიონი რევაზ ქურასბედიანი არიან.
„პირდაპირ ეთერში ვაცხადებ, გია უდესიანმა და რეზო ქურასბედიანმა მომიკლეს ქმარი. ეგენი არიან ჩემი ქმრის მკვლელები. კიდე ვიმეორებ, გიორგი უდესიანმა, დუჟმორეულმა, ნარკომანმა უდესიანმა და რევაზ ქურასბედიანმა მომიკლეს ქმარი.
ბესო ხარძიანი ამ ორმა ადამინმა მომიკლა. მთელი ოჯახი მკვლელია“, – განაცხადა ეკა ნონიკაშვილმა. მისივე თქმით, მიხეილ ხარძიანის მიერ გაკეთებული განცხადებები სისულელეა. ნონიკაშვილი ვარაუდობს, რომ მიხეილ ხარძიანმა უდესიანისგან დიდი ფული აიღო. შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილი პირველი ქორწინებიდან მიხეილ ხარძიანი მამის მკვლელობაში ხარძიანის მეორე მეუღლეს ეკა ნონიკაშვილს ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები