დავით ნარმანია საცხობების მესაკუთრეების აქციას “ნაციონალებს” უკავშირებს

თბილისის მერი, დავით ნარმანია არ გამორიცხავს, რომ ვარკეთილში საცხობების მესაკუთრეების აქცია საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ იყო ორგანიზებული.
“რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, გაზის ტარიფი არ გაძვირებულა. მაშინ, როდესაც, ასეთ აქციაზე მიდის ოპოზიციის წარმომადგენელი, მინიმუმ ორ რამეზე უნდა დაფიქრდეს. ერთი ის, თავიანთი მმართველობის დროს რა ხდებოდა საერთოდ ბიზნესსექტორში, როგორ ექცეოდნენ მცირე და საშუალო ბიზნესს, წელში ჰყავდათ გაწყვეტილი. მეორე – დასკვნის გაკეთება ძალიან მარტივია, როდესაც მაშინვე მირბის ასეთ აქციაზე, შესაძლოა ეს იყოს მათი მხრიდან ორგანიზებული და პროვოცირებული”, – განაცხადა ნარმანიამ.
ვარკეთილში გამართული აქციის მონაილეებმა, საცხობების მესაკუთრეებმა განაცხადეს, რომ თებერვლიდან მათ გაზის საფასური 22 თეთრით გაუძვირდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები