ირაკლი ღარიბაშვილი: წყალტუბოს იმერეთის გამორჩეულ კურორტად ვაქცევთ

პრემიერ-მინისტრის თქმით, საპარტნიორო ფონდი წყალტუბოს სპა-კურორტად აღდგენის გეგმაზე მუშაობს. მთავრობის მეთაურმა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამომავლოდ, წყალტუბო ერთ-ერთი გამორჩეული რეკრეაციული ობიექტი იქნება მთელს რეგიონში.
„ჩვენ უკვე გვაქვს რეალური სურათი იმისა, თუ რა არის საჭირო რეგიონის ფეხზე დასაყენებლად და გაგვაჩნია შესაბამისი სამოქმედო გეგმა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, იმერეთის რეგიონში ტექნიკური და ტურისტული განათლების განვითარების ხელშეწყობა და სატრანპორტო – ლოჯისტიკური პროექტების განხორციელება იგეგმება.
„მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ შეისწავლა ამ რეგიონის შესაძლებლობები – ბუნებრივი რესურსები, ეკონომიკური პოტენციალი და ადამიანური რესურსები. ჩვენ უკვე გვაქვს რეალური სურათი იმისა, თუ რა არის საჭირო რეგიონის ფეხზე დასაყენებლად და გვაქვს შესაბამისი სამოქმედო გეგმა. იმერეთი არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი და მრავალრიცხოვანი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ის არის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური განვითარება“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები