საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და ბელარუსის რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრმა, ვიტალი ვოვკმა, მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს როგორც საქართველოში, ისე ბელარუსის რესპუბლიკაში აგროსასურსათო და აგროსამრეწველო სფეროებში ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას.
მემორანდუმის თანახმად, ასევე იგეგმება ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით თანამშრომლობის გააქტიურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები