ბელორუსიის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილი ბელორუსიაში მიიწვია
ბელორუსიის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილი ბელარუსიაში მიიწვია – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს და ბელორუსიის სამთავრობო დელეგაციის წევრებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ალექსანდრე ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა. ოფიციალური სადილის დაწყებამდე, სტუმრებმა რამდენიმე სახეობის ქართული ღვინო დააგემოვნეს და ქართული ღვინის ისტორიის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.