დავით უსუფაშვილი ბელორუსიის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტს აფასებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, ბელორუსია, რომელსაც განსაკუთრებული ურთერთობები აქვს რუსეთთან, მნიშვნელოვანია იკავებდეს საქართველოს ხელსაყრელ პოზიციას.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბელორუსია საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებს და არ მონაწილეობს აგრესიულ საომარ პროცესებში, ამიტომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მნიშვნელოვანია.
“ბელორუსია აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ბელორუსია არ მონაწილეობს იმ აგრესიულ საომარ თუ სხვა ტიპის პროცესებში, რაც მოსკოვიდან არის ინსპირირებული. ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ და საქართველოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიხელმძღვანელოთ, ცხადია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულებებისგან შორს არ უნდა ვიყოთ, ვგულისხმობ ამერიკის შეერტებულ შტატებს, ევროკავშირს“, -აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ლუკაშენკოს ვიზიტზე კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ მონტენეგროში გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები