„ვვარაუდობ, რომ ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა 3,8 მილიონიც არ იქნება“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საყოველთაო აღწერის შესახებ ისაუბრა.
აღწერის შედეგები მომავალ კვირას გამოქვეყნდება, თუმცა ხუნდაძე ეჭვობს, რომ მოსახლეობის მაჩვენებელი 3,8 მილიონი კი არ იქნება.
„ჩვენ რეალურად იმაზე ნაკლები ვართ, ვიდრე ეს დაფიქსირებული იყო. 2012 წელს თითქმის 4,5 მილიონი მოქალაქე ფიქსირდება, მაგრამ ეს ყოფილი ხელისუფლების წინასაარჩევნო ტრიუკი იყო. საყოველთაო აღწერის შედეგები შემდეგ კვირას უნდა დაიდოს, თუმცა მე ვეჭვობ, რომ საკმაოდ არასახარბიელო მაჩვენებელი იქნება. ვვარაუდობ, რომ ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა 3,8 მილიონიც არ იქნება. ამიტომ დემოგრაფიული პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პროექტია. ხვალ ამ საკითხზე პრემიერს შევხვდები, ეს პროექტი გაგრძელდება. დემოგრაფიული კრიზისი 90 წლებიდან დაიწყო, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შიდა ომებმაც, ქვეყნის გარეთ მიგრაციამ და ასე შემდეგ“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები