ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა – ვიდეო

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველო-ბელორუსიის ურთიერთობები იყო.
“პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გაიმართა, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრმა ბელორუსიის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა საქართველოში ბელორუს ბიზნესმენთა დელეგაციისა და საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმის ჩატარების მნიშვნელობას, რომელიც ბიზნესებს შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები