საქართველოს და ბელორუსიის შს მინისტრებმა 3 დოკუმენტს ხელი მოაწერეს
ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და ბელორუსიის რესპუბლიკის შს მინისტრმა იგორ შუნევიჩმა სამ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი – დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რეადმისიის შესახებ შეთანხმებასა და მის საიმპლემენტაციო ოქმს ითვალისწინებს. ვიზიტის ფარგლებში, გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბელორუს კოლეგასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.