ალექსანდრე ლუკაშენკო: კარგ განწყობას ბელორუსები ყოველთვის სიკეთით პასუხობენ, თქვენ ამას მომავალში აუცილებლად იგრძნობთ

 კარგ განწყობას ბელარუსები ყოველთვის სიკეთით პასუხობენ, თქვენ ამას მომავალში აუცილებლად იგრძნობთ – ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქართველ კოლეგა, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბელორუსის პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკურ ურთიერთობების კუთხით, კმაყოფიელბით სურს აღნიშნოს, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა აქვთ საქართველოსთან, იქნება ეს ეუთოს თუ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატი. ბელორუსიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ერს სტუმართმოყვარეობისთვის და კეთილგანწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შეთანხმებების და სწრაფვების განხორციელება. თუ ჩვენი მთავრობები ეფექტურად ითანამშრომლებენ და ჩვენი შეთანხმებების რეალიზება მოხდება, ბელარუსის კონტრიბუცია ძალიან მაღალი იქნება. ჩვენ გვინდა ამის გაკეთება არ მხოლოდ მეგობრებისთვის, არამედ ჩვენი ძმებისთვის. ჩვენ ვცხოვრობდით ერთ სახლში. ჩვენ, ბელარუსებს კარგად გვახსოვს ამის შესახებ”, -განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელორუსიის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს კოოპერატივების განვითარებაში დახმარების და ბელარუსის გამოცდილების გაზიარების პირობაც მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები