“შსს პანკისში ინტენსიურად მუშაობს, რათა ადგილობრივი ახალგაზრდები სირიაში საბრძოლველად არ წავიდნენ”

შინაგან საქმეთა მინისტრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უწყება ქვეყნის საზღვარსა და პანკისში ინტენსიურად მუშაობს, რათა ადგილობრივი ახალგაზრდების გადაბირება და მათი სირიაში საბრძოლველად წასვლა არ მოხდეს.
მისივე თქმით, პანკისელი ახალგაზრდების სირიაში საბრძოლველად წასვლის შემთხვევებს ტენდენციის სახე არ ექნება.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო იმუშავებს არა მხოლოდ საზღვარზე, საიდანაც ამ ადამიანების გასვლა ხდება, არამედ იმუშავებს იქაც, სადაც ამ ადამიანების გადაბირება და მათი რადიკალიზაცია ხდება, განსაკუთრებით დიდი აქცენტს გავაკეთებთ, რომ ახალგაზრდები იყვნენ ამ გავლენებისგან დაცულები“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები