სასამართლოს დაეკისრება ვალდებულება, რომ ორ თვეში ერთხელ დაასაბუთოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა

სასამართლოს დაეკისრება ვალდებულება იმისა, რომ დაასაბუთოს და ორ თვეში ერთხელ გადასინჯოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. აღნიშნული კანონპროექტი დამტკიცებულია მთავრობის მიერ და წარდგენილია პარლამენტში მისი განხილვა მომავალ კვირას დაიწყება.
“ეს ეხება აღკვეთის ღონისძიების საკითხში ფაქტობრივად რევოლუციურ ცვლილებებს, რომელთა თანახმად, სასამართლოს დაეკისრება ვალდებულება, რომ დაასაბუთოს ხოლმე კონკრეტულ მტკიცებულებებზე მითითებით რატომ გამოიყენა ან შეცვალა და ა.შ. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. სასამართლოსვე დაეკისრება ვალდებულება, რომ ორ თვეში ერთხელ თავისი ინიციატივით გადასინჯოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა”, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები