რას გეგმავენ “ნაციონალები“ მაისში – მჟავანაძე უმცირესობას ამხელს

“უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე“ “ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარტია მაისში ხელისუფლების დამხობის მიზნით პერმანენტული აქციების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ მჟავანაძე გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
“ჩვენს ხელთ არსებული ექსკლუზიური ინფორმაციით, მაისში „ნაციონალების“ მხრიდან უნდა ველოდოთ პერმანენტული აქციების დაწყებას, ხელისუფლების დასამხობად და რევოლუციური გზით შესაცვლელად. აქტიურად იქნება გამოყენებული ის სქემა, რომელიც 2003 წლის “ვარდების რევოლუციის“ დროს იქნა გამოყენებული, როცა გადამწყვეტი როლი ითამაშა მაშინდელმა არასამთავრობო “კმარამ“. საამისოდ უკვე თვალშისაცემად მომრავლებულია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია. ამ ბოლო დროს უკვე 40 ასეთი ორგანიზაცია შეიქმნა საქართველოში და, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, სულ მალე 10 მილიონი დოლარი უნდა ჩაირიცხოს სხვადასხვა ფონდიდან ამ ორგანიზაციების ანგარიშებზე. სინამდვილეში ეს ორგანიზაციები “ნაციონალების“ სატელიტები არიან. ესენია: “მიშას გზა“, “ყოფილი სამართალდამცავები“ ,“ივერია“ და უამრავი მსგავსი, ყოველ წამს “მიშა, მიშას“ რომ გაჰყვირიან. ანუ მოხდება ამ თანხმების აკუმულირება ამ არასამთავრობოებში და შემდეგ აქედან უკვე სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები მიიღებენ ფულს გრანტის სახით და ეს მასა დაიძვრება შემდეგ მაისის აქციებიზე ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შესაცვლელად“,-აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები