თურქეთის ტელევიზია – ,,Terete music” და ბაიარ შაჰინი აჭარაში

  4-5 მარტს, აჭარის რაიონის შუახევის კულტურის ცენტრში სტუმრად იმყოფებოდა თურქეთის ტელევიზია ,,Terete music” -ის შემოქმედებითი ჯგუფი ბაიარ შაჰინ – გუნდარიძის ხელმძღვანელობით. სტუმრობის მიზანი იყო სატელევიზიო გადაცემა ,,მიმინოსთვის” შუახევის კულტურის ცენტრის ანსამბლების ჩაწერა და აჭარაში შენახული ფოლკლორული ნიმუშების პოპულიზაცია თურქეთში. ისინი უკვე იმყოფებოდნენ ოლადაურის, დღვანის, უჩამბის შემოქმედებითი ცენტრებში და ჩაიწერეს: ვაჟთა ვოკალური ანსამბლი ,,შუახევი”; უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ფესვები”; ,,ტრიო”; ,,დუეტი” და ოლადაურის საჯარო სკოლის გოგონათა ჯგუფი. ბაიარ შაჰინის მიერ აჭარაში ჩაწერილი 13 სატელევიზიო გადაცემა, რომლებშიც ქართული სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ნიმუშები იქნება თავმოყრილი, თურქულ არხზე უახლოეს ხანში გავა.

1964324_712501712114327_1781290942_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები