არადეკლარირებული თანხის გატანის მცდელობისთვის მგზავრი დააჯარიმეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში “თბილისის აეროპორტი”, მებაჟე ოფიცრებმა მგზავრს არადეკლარირებული თანხა აღმოუჩინეს. როგორც “კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს მოქალაქე თ.ხ. რეისით თბილისი-ურუმჩი მიფრინავდა. ეჭვის საფუძველზე მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას აღმოჩნდა არადეკლარირებული თანხა – 23 865 აშშ დოლარი.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 13-ე ნაწილის თანახმად, პიროვნებას სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები