გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღებას იწყებს.
როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, დაწესებულებებში ამანათების მიღება 20-21 ნოემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
“პენიტენციური სამსახური გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.