უკრაინის რადამ იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრების გადაყენებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატებმა იუსტიციის მინისტრის, ჰერმან ჰალუშჩენკოსა და ენერგეტიკის მინისტრის, სვეტლანა ჰრინჩუკის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირეს.

სვეტლანა ჰრინჩუკის გათავისუფლებას მხარი 315-მა დეპუტატმა, ჰალუშჩენკოს გადაყენებას კი 323-მა დეპუტატმა დაუჭირა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინისტრების გათავისუფლების წინადადება რადას, სკანდალური ანტიკორუფციული გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, გადასცა.

პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ აღნიშნა, რომ ხელისუფლება სრულად დაუჭერს მხარს მიმდინარე გამოძიებას და გამკაცრებულ ზედამხედველობას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები