“სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, გააძლიეროს მხარდაჭერის და მზრუნველობის კომპონენტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს ეხება” – იონათამიშვილი

“სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, გააძლიეროს მხარდაჭერის და მზრუნველობის კომპონენტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს ეხება”, – ამის შესახებ ქართული ოცნების” წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, ამ მხრივ მნიშვნელოვანი გამოწვევებია, რასაც სჭირდება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.

“ამ მიზნებიდან გამომდინარე, კანონის მიხედვით, შეიქმნება რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი, სადაც იმუშავებს მულტიდისციპლინარული ჯგუფი. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები სრულწლოვნები გახდებიან, მათი პრიორიტეტი იყოს განათლების მიღება, სასარგებლო საქმიანობა და უარი თქვან კრიმინალურ მიმართულებაზე,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებით სპეციალურ კანონს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები