უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა ტერნოპილში მაღალსართულიანი შენობები Kh-101 რაკეტებით დაბომბა

რუსეთმა ტერნოპოლში მაღალსართულიანი შენობები Kh-101 რაკეტებით დაბომბა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

„ტერნოპილში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს რუსული Kh-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს, რომლებიც სტრატეგიული საავიაციო თვითმფრინავებიდან იყო გაშვებული: 6 Tu-95MS (ბაზირებულია ოლენიას აეროდრომზე), 4 Tu-160MS (ბაზირებულია ენგელსისა და უკრაინკას აეროდრომებზე)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამასთან დაკავშირებით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ამჟამად სწავლობენ რუსული ფრთოსანი რაკეტების ნამსხვრევებს, რათა დაადგინონ და დაასაბუთონ რუსების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი კიდევ ერთი ტერორისტული აქტი.

ამავდროულად, პარტნიორებისთვის არაერთხელ მიწოდებული სანდო მონაცემების თანახმად, რუსული ფრთოსანი რაკეტა Kh-101 შეიცავს კომპონენტებსა და აქსესუარებს, რომლებიც წარმოებულია, მათ შორის, აშშ-ს, ჩინეთის, ტაივანის, გერმანიის, ნიდერლანდების და სხვა კომპანიების მიერ.

„16:00 საათის მონაცემებით, ნაპოვნი და იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი ფრთოსანი რაკეტის ნამსხვრევები, რომელიც 2025 წლის 19 ნოემბერს ცხრასართულიან შენობას მოხვდა. ეს არის Kh-101 რაკეტა, რომელიც წარმოებულია 2025 წლის მეოთხე კვარტალში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები