ნიკოლეიშვილი – ევროკავშირის მიერ დაგეგმილი შეხვედრის გადადებაზე: ეს გადაწყვეტილება არის დაფუძნებული შიშზე ბრიუსელის მხრიდან

“ეს გადაწყვეტილება არის დაფუძნებული შიშზე ბრიუსელის მხრიდან – შიშზე, რომ მოისმინონ სიმართლე, რაც მათ არ აინტერესებთ, არავითარ შემთხვევაში”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას” „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განუცხადა, რითაც ევროკავშირის მიერ ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის გადადებას გამოეხმაურა.

„რატომ? ვინაიდან მკაფიოდ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ მათ საქართველოსთან რეალურად არ უნდათ ურთიერთობა. არავითარი კანდიდატობა, არავითარ შემდგომში წევრობაზე არ არის აქ საუბარი, ერთადერთი დღის წესრიგი, რაც მათ აქვთ, ეს არის, რომ რამენაირად საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება, რასაც მათ ვერ მიაღწიეს ვერანაირად. ეს ხელისუფლება, ეს სიტუაცია, რაც საქართველოშია, მათ არ აწყობთ. აქედან გამომდინარე, ისინი პირიქით ცდილობენ მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას, იგონებენ ათას სისულელეს იმის თაობაზე, რაც არ შეესაბამება რეალობას და რაღაც უსაფუძვლო მიზეზებით გადადეს თითქოს ეს შეხვედრა“, – აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში დაგეგმილი, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირმა დაგეგმილ თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე გადადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები