ზელენსკი: ომი უნდა დასრულდეს, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს

ომი უნდა დასრულდეს, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ახლა ბევრი პროცესი გააქტიურდა და ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ, რომ ყველა აქტივობა კონკრეტულად მშვიდობისკენ იყოს მიმართული – სამართლიანი მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოებისკენ. ომი უნდა დასრულდეს, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ომისთვის არანაირ ჯილდოს არ მიიღებს.

სახელმწიფოს მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უკრაინა თურქული დიპლომატიის სიძლიერეს ეყრდნობა. კერძოდ, მნიშვნელოვანია თურქეთის აქტიური მონაწილეობა „მიზანდასახულთა კოალიციაში“, განსაკუთრებით საზღვაო კომპონენტში.

„ყველას ესმის შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და ასეთი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ თურქეთთან ერთად არის შესაძლებელი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები