ანსამბლ ,,ერისიონს“ გასტროლების გაუქმებისთვის რუსეთის მხარე ჯარიმას დააკისრებს

  ანსამბლ ,,ერისიონის“ ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი აცხადებს, რომ 16 აპრილს კრემლში დაგეგმილი კონცერტი აღარ ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლის დაგეგმილი კონცერტები უკვე მთლიანად მოხსნილია, მის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება მაინც გრძელდება. რაც შეეხება იმას, რომ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში რუსეთის მხარე ანსამბლის ხელმძღვანელობას ჯარიმის გადახდას დააკისრებს, ჯემალ ჭკუასელი აცხადებს: – ამ ფაქტს უზარმაზარი ჯარიმა მოჰყვება, მაგრამ ვერავითარი ჯარიმა ვერ გადაწონის ამ ყველაფერს… ჯარიმას, რამდენი და როგორ იქნება, ალბათ, სასამართლო გადაწყვეტს. ჩვენი იქ ჩასვლა კი არ შეიძლებოდა. საქმე ის გახლავთ, რომ ხელშეკრულებაში წერია, გასტროლის გაუქმება მხოლოდ ფორსმაჟორულ შემთხვევაშია შესაძლებელი, მაგრამ ეს არ არის ფორსმაჟორიო, – გვითხრეს. მიუხედავად ამისა, მოვხსენით და არ მივდივართ.“
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში მანამდე პეტიცია გავრცელდა, რომლითაც მოქალაქეები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს თხოვნით მიმართავენ, ანსამბლ “ერისიონს” სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი და დაფინანსება მოეხსნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები